среда, 16 октября 2013 г.

1.პროექტის    სახელწოდება
ქართული    დამწერლობა
2.პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით
ქართული  ანბანის  განვითარების საფეხურები და მისი გრაფიკული თავისებურებები
3.პროექტის აქტუალობა
მოსწავლეები გაეცნობიან და შეისწავლიან ქართული ანბანის განვითარების საფეხურებს.შეადარებენ ძველ ქართულ ანბანს ახალთან. კვლევა-ძიების მეთოდით აღმოაჩენენ გრაფიკულ თავისებურებებს, მიღებული ცოდნა დაეხმარება მათ ქართული დამწერლობის განვითარების ეტაპების შესწავლაში.
4.პროექტის მიზნები
შედარებისა და დასკვნების გამოტანის , ჯგუფში მუშაობის,ტექსტზე მუშაობის და საპრეზენტაციო უნარ-ჩვევების  განვითარება.მოსწავლეთა მიერ საინფორმაციო მასალის დამოუკიდებლად მოძიება.
5.მონაწილეთა ასაკი
16-17 წელი
6.ვადები/ხანგრძლივობა
11ოქტომბერი-15ოქტომბერი
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას
ელექტრონული ალბომი,აზრთა გაზიარების საფოსტო ყუთი,პრეზენტაცია პროექტის მიმდინარეობისას მიღებული შედეგების ამსახველი,  ქართული მწერლობის განვითარების გზაზე დაკვირვების შედეგების სქემა,ვარაუდების სქემა,ასოციაციური რუკა.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
სახელმძღვანელო,ლიტერატურული წყაროები,ვიდეო მასალა,კოდოსკოპი,ეკრანი,კომპიუტერი,ქართული ანბანი.
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები)
მოსწავლეთა ჯგუფებად დაყოფა,მასალების გადანაწილება, ჯგუფში მოვალეობების გადანაწილება,დროის განაწილება(ვინ რა დროში მოამზადებს მასალებს) საპრეზენტაციო მასალების წარმოდგენა, მოსწავლეთა რუბრიკის შემოღება.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ ს/გეგმასთან კავშირი
დისკუსია: ისმენს და ეთანხმება ან კონკრეტულად უარყოფს  თანამოსაუბრის აზრს.საუბრობს ჰიპოთეზის  შესახებ,ისტორიულ და ლიტერატურულ ვერსიებზე.  სწორად იყენებს ვარაუდის გამომხატველ სინტაქსურ კონსტრუქციებს. ამოკრეფს ინფორმაციას ლიტერატურული წყაროებიდან. დიფერენცირებულად და აჯგუფებს მას სხვადასხვა ნიშნის მიხედვით.
11.პროექტის ხელმძღვანელი:მერი ხარაზიშვილ
12merixarazishvili@gmail.com  
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
http://85-esajaroskola.blogspot.com/